Saturday, November 6, 2010

ხალხური ''მარგალიტები'' თიანეთში


პროექტის სახელი: ხალხურიმარგალიტებითიანეთში
პროექტის მიზანი: თიანელი მოლექსეების მიერ დაწერილი ხალხური ნიმუშების
მოძიება, ჩაწერა, დამუშავება და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარ-ჩვევის განვითარება
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს მიეცემათ დავალება მოიძიონ და ჩაიწერონ თიანელი მოლექსეების მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც უნდა დაალაგონ შინაარსობრივად. (ლექსი, კაფია, ანდაზა, გამოცანა, ზღაპარი)
მოპოვებულ მასალაზე დაკვირვების გზით საკუთარი კუთხის მეტყველებას შეადარებენ თანამედროვე ლიტერატურულ ნორმებს, დაურთავენ როგორც საკუთარ, ასევე ავტორისეულ კომენტარებს.
პრეზენტაციის დროს გაითვალისწინებენ კუთხური მეტყველების ხასიათს, მოლექსეთა წერის მანერას, მათ მიზანს და ნამუშევართა ფასეულობებს. მოსწავლეები პროექტს წარადგენენ როგორც სასკოლო, ასევე რესპუბლიკურ კონფერენციებზე.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: 2-3 თვე
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, სათქმელის თანმიმდევრულად ჩამოყალიბების, ჩანაწერების შექმნის, ნაწერის დამუშავების, შეფასების, ქართული ფოლკლორის მნიშვნელობის განსაზღვრის უნარი
სარგებელი სხვებისთვის: პროექტის მსვლელობისას არა მხოლოდ მასში მონაწილე მოსწავლეების ჩართვა მიმდინარეობს, არამედ სხვა მოსწავლეთა დაინტერესებაც აღნიშნული საქმიანობით. კუთხური ნიმუშების გაცნობა კი ხდება როგორც საკუთარი, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეებისთვისაც
სამუშაო ენა: ქართული
საგნები/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია
პროექტის აქტივობები: კვლევა-ძიებითი სამუშაო, მოძიებული მასალის დამუშავება, პროექტის გაფორმება, პროექტის გაცნობა შესაბამისი აუდიტორიისათვის.
პროექტის ფასილიტატორი: ნანა ხუზმიაშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nxuzmiashvili@gmail.com